четверг, 4 сентября 2014 г.

XIIკლასის დამრიგებლის პორთფოლიო: დამრიგებლს გეგმა

XIIკლასის დამრიგებლის პორთფოლიო: დამრიგებლს გეგმასადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:

1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;
2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.
5 ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია
6.მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება
                კლასში დავდგავ "სურვილების ყუთს", სადაც მოსწავლეები ჩაყრიან ფურცლებს, რომლებზეც მათთვის საინტერესო თემებზე მოსაზრებებს გამოთქვამენ. იქვე მითითებული იქნება, აღნიშნული საკითხის განხილვა საჯაროდ სურთ თუ ინდივიდუალურად. ასევე, სადამრიგებლო საათისთვის შევიმუშავებ წესებს. ავუხსნი მოსწავლეებს, რომ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. დაუშვებელია შეხვედრებზე ვინმეს განსჯა: საუბრისას განიხილება საქციელი, შემთხვევები და არა პიროვნება.
სადამრიგებლო საათებს ჩავატარებ ყოველი კვირის ბოლოს. სადამრიგებლო საათის ბოლოს მოსწავლეებისგან მივიღებ უკუკავშირს: რა გაიგეს და ისწავლეს მათ ამ შეხვედრაზე? რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო? რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ? ასევე, სადამრიგებლო საათსს ჩავატარბს სკოლის გარეთ, ექსკურსიაზე ან მუზეუმის დათვალიერებისას, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე.
ვაპირებ, ჩავატარო კლასის საათები შემდეგი თემატიკით:
"მე ვარ ადამიანი";
მე და სამყარო";
"რა მსურს, რა მჭირდება";
"საჭიროებიდან-უფლებებამდე";
"უფლებათა ცისარტყელა";
" მე მაქვს უფლება, მაგრამ...";
"ღირსება";
"უფლებები დღეს და ხვალ";
" წინასწარ ნუ განსჯი";
" რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის"';
" მოდით, მოვილაპარაკოთ";
"ფაქტია თუ მოსაზრება

.მანდატურის სამსახურის პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტთან შეთანხმებით დავგეგმავ გაკვეთილებსპროფესიული ორიენტაციის შესახებ
რეგულარულად-თვეში ერთხელ მივაწვდი მშობლებს ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემების და წარმატებების შესახებ.